სამთავრობო ცვლილებები

დიღმელაშვილი გახარიას პრემიერად წარდგენაზე: ეს სილის გაწვნაა, პასუხი არის მხოლოდ განგაში

ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ამაზე წასვლა ნიშნავს, რომ მან დაიჯერა რეალობა, რომელიც იქმნება მისი ტროლებისა და ბოტების მიერ. ეს არ ასახავს ქართველი ხალხის განწყობას, ეს არის ტროლებისა და ბოტების მიერ შექმნილი რეალობა, რომელშიც შესაძლებელია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი დაწინაურდეს. [...] დღეს ეს ნიშნავს სილის გაწვნას საზოგადოებისთვის. ამაზე პასუხი შეიძლება იყოს მხოლოდ განგაში, რომელიც არ უნახავს აქამდე ქართულ ოცნებას.

თქვა შოთა დიღმელაშვილმა, აქცია "სირცხვილიას" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას წარდგენაზე.

კომენტარები