აშშ-სირია

აშშ-მა სირიის იდლიბის პროვინციაში ალ-ქაიდას პოზიციები დაბომბა

AFP

აშშ-მა სირიაში, იდლიბის პროვინციაში ტერორისტული დაჯგუფება ალ-ქაიდას პოზიციებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

როგორც აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ამბობენ სამიზნეს დაჯგუფების ლიდერები წარმოადგენდნენ, რომლებიც აშშ-ზე და მის პარტნიორებზე თავდასხმას ამზადებდნენ. ოპერაციის დეტალები არ კონკრეტდება, თუმცა ამერიკული მედიის მიხედვით ჯიჰადისტების საწვრთნელ ბაზაზე თავდასხმის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები