ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი: გამოიკვეთა ნაბიჯები ვითარების განსამუხტად

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ერიკ ჰოგი ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ქართულ მხარესა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს შორის გამართულმა შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა. მისი თქმით, გამოიკვეთა ის ნაბიჯები, რაც ვითარების განსამუხტად უნდა გადაიდგას.

"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთო-ს წარმომადგენლები გზად ინციდენტების პრევენციისა და საპასუხო მექანიზმის შეხვედრისკენ, რომელიც დღეს გაიმართა წნელისში. შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა. გამოიკვეთა შესაძლო ნაბიჯები დაძაბულობის განსამუხტად. შემდეგი შეხვედრა მომდევნო კვირისთვის დაიგეგმა. არსებითად მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავებულობა," - წერს ერიკ ჰოგი თანდართულ ფოტოსთან.

კომენტარები