ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ტოივო კლაარი გახდა

http://www.eumm.eu/

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, ანდჟეი ტიშკევიჩი ტოივო კლაარმა შეცვალა. ტიშკევიჩი სადამკვირვებლო მისიას საქართველოში 2011 წლიდან ხელმძღვანელობდა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში მუშაობას 2014 წლის 14 დეკემბრამდე გააგრძელებს. მისი ბიუჯეტი კი, 26,65 მილიონი ევროა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია 2008 წლის ოქტომბრიდან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ზედამხედველობას ახორციელებს. მისია ევროკავშირის წევრი 25 ქვეყნის 260 თანამშრომლისგან შედგება.

კომენტარები