ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

საქართველოში EUMM-ის ხელმძღვანელად კესტუტის იანკაუსკასი დაინიშნა

DELFI

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად კესტუტის იანკაუსკასი დაინიშნა. მან ტოივო კლაარი შეცვალა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2013 წლის 1 ოქტომბრიდან იკავებდა.

იანკაუსკასს 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს ლიტვის დიპლომატიურ სამსახურში. 2011 წლიდან იანკაუსკასი NATO-ში ლიტვის ელჩი იყო.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია 2008 წლიდან ფუნქციონირებს. ეს არის შეუიარაღებელი სამშვიდობო მისია, რომელიც მიზნად ოკუპირებულ რეგიონებში სიტუაციის სტაბილიზაციისა და ნორმალიზაციის ხელშეწყობას ისახავს.


კომენტარები