ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი 2 წლით გახანგრძლივდა

EUMM / Facebook

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი 2 წლით გახანგრძლივდა. მისიის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ევროკავშირის საბჭომ სადამკვირვებლო მისიის მანდატი 2022 წლის 14 დეკემბრამდე გაახანგრძლივა. ევროკავშირი მისიის დასაფინანსებლად ამ პერიოდისთვის ბიუჯეტიდან 44.8 მილიონ ევროს გამოყოფს. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა. იგი ევროკავშირის მიერ 2008 წლის 15 სექტემბერს დაარსდა. 

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, ადგილზე სიტუაციის სტაბილიზაციის ხელშესაწყობად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებელი გამოიგზავნა. ისინი საქართველოსა და რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 12 აგვისტოს  ექვსპუნქტიან შეთანხმებასა და 2008 წლის 8 სექტემბრის განხორციელების ზომების ხელშეკრულებასთან ყველა მხარის შესაბამისობაში ყოფნას აკვირდებიან. 2020 წლის მარტიდან მისიას მარეკ შჩიგელი ხელმძღვანელობს.

კომენტარები