კიმ კარდაშიანი

გათავისუფლებული პატიმარი, რომელიც კიმ კარდაშიანის საცვლების ახალი ხაზის მოდელი იქნება

BBC

კიმ კარდაშიანმა 64 წლის ქალი, რომელიც ციხიდან 19 წლის შემდეგ გაათავისუფლეს, საცვლების ახალი ხაზის მოდელად შეარჩია.

კიმი ალისა მარი ჯონსონის განთავისუფლებას ლობირებდა. მას 1996 წელს ნარკოტიკებით ვაჭრობაში მონაწილეობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

კიმმა დღეს ტვიტერზე ჯონსონის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჯონსონს SKIMS-ის ტანსაცმელი აცვია.

”კიმი ჩემთვის იბრძოდა, ის ჩემი თავისუფლებისთვის იბრძოდა, ამიტომ მე მას ჩემს მებრძოლ ანგელოზს ვუწოდებ",- თქვა ყოფილმა პატიმარმა და 5 შვილის დედამ. 

2016 წელს ჯონსონის შეწყალების პეტიცია ობამას ადმინისტრაციამ უარყო, მაგრამ ის პრეზიდენტმა ტრამპმა იმ კამპანიის შემდეგ შეიწყალა, რომელსაც კიმი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი ხელმძღვანელობდნენ.

ჯონსონი 2018 წლის ივნისში გაათავისუფლეს. ”ცხოვრებაში ყოველი წამი ძვირფასია ჩემთვის”,- ამბობს ჯონსონი ვიდეოში, რომელიც კარდაშიანმა თავის ტვიტერზე გამოაქვეყნა.

კომენტარები