კიმ კარდაშიანი

კიმ კარდაშიანი: ცნობადობის სურვილით სამარცხვინოდ შეპყრობილი ვიყავი

Vogue arabia

კიმ კარდაშიანი არაბული ვოგის სექტემბრის ნომრის გარეკანზე მოხვდა, ჟურნალისთვის კი მას კითხვები ქმარმა, კანიე უესტმა დაუსვა.

ინტერვიუს ნაწილი კარდაშიანების შოუში “Keeping up with the Kardashians”-ში მოხვდა, სადაც ჩანს როგორ საუბრობს კიმ კარდაშიანი ცნობადობაზე.

”ფული ყოველთვის ჩემი მიზანი იყო, მაგრამ მე შეპყრობილი ვიყავი ცნობადობის სურვილით, სამარცხვინოდ შეპყრობილი. ვეთანხმები იმ აზრს, რომ ცნობადობა დამოკიდებულებას იწვევს”, - თქვა კიმ კარდაშიანმა.

კანიე უესტმა მას ასევე კითხა, როგორი გრძნობაა როდესაც ინსტაგრამზე 146 მილიონი გამომწერი გყავს.

”ჩემს ყველაზე ბნელ პერიოდებშიც კი არ მინანია, რომ ჩემი თავი იქ დავაყენე, სადაც ვარ. მე მომწონს, რომ მაქვს ხმა და ვაფასებ რომ ამისთვის მაქვს პლატფორმა მოცემული, მიუხედავად იმისა რომ ხანდახან მინდა უფრო მეტი პირადი სივრცე მქონდეს”, - თქვა კიმ კარდაშიანმა.

კომენტარები