მესი და რონალდო

კრიშტიანო რონალდო მესიზე: იმედი მაქვს მომავალში ერთად ვისადილებთ

კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი

გუშინ, Uefa-მ წლის ფეხბურთელად ვირჯილ ვან დაიკი დაასახელა - ამ ტიტულისთვის სამი ფეხბურთელი იბრძოდა და ლივერპულის მცველმა გამარჯვების მოპოვება ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს შორის შეძლო.

შესაბამისად, Uefa-ს გამართულ საღამოს ესწრებოდნენ მესი და რონალდოც, სადაც პორტუგალიელმა თავდამსხემლმა ლიონელ მესიზე ისაუბრა.

“ჩვენ ვიზიარებთ ერთი და იგივე სცენას უკვე 15 წელია, მე და ის. არ ვიცი კიდევ მოხდება თუ არა ეს ფეხბურთში, ორი ერთი და იგივე ადამიანი, ერთი და იგივე სცენაზე, სულ. ამიტომ, ეს არ არის ადვილი. ცხადია, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჯერ არ გვისადილია ერთად, მაგრამ იმედი მაქვს მომავალში ვისადილებთ”, - თქვა კრიშტიანო რონალდომ.

მისივე თქმით, მას მოენატრა ესპანეთში თამაში - “მესი ბიძგს მაძლევდა და მეც ბიძგს ვაძლევდი მას”.

კომენტარები