რუსული ოკუპაცია

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერგნეთში ჩაშლილ შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაშლას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) გამოეხმაურა. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრის ჩაშლის გამო დღის წესრიგით დაგეგმილი საკითხების განხილვა ვერ მოხერხდა და მომავალი შეხვედრა ოქტომბერში ჩაინიშნა.

"ბატონმა ერიკ ჰოგმა უზრუვბელყო უკანასკნელი IPRM-ის - 2019 წლის 18 ივლისის შეხვედრის შემდგომ განვითარებული მოვლენების მიმოხილვა. მან აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, ნეგატიურად იმოქმედა საერთო უსაფრთხოების ვითარებაზე, კონკრეტულად კი ბოლო დროს მომხდარმა, მეტად შემაშფოთებელმა მოვლენებმა წნელისის მიმდებარედ და გუგუტიანთკარზე.

გამართულ შეხვედრაზე შუამავლებმა მკაფიოდ აღნიშნეს და ხაზი გაუსვეს დაძაბულობის მოხსნის მიზნით დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას და მონაწილეებს შეახსენეს, რომ ისინი უნდა ფოკუსირდნენ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობაზე.

გათვალისწინებით EUMM-ის ცხელი ხაზის ეფექტურად გამოყენებისა, მათ ხაზი გაუსვეს საჭიროებას ინფორმაციის გაცვლის მიზნით ყველა ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო არხის გამოყენების გაგრძელების თაობაზე, განსაკუთრებით, დაძაბულობის მოხსნის მიზნით კონკრეტული ღონისძიებების შესახებ ადრეული გაფრთხილების აუცილებლობას.

წნელისის საკითხზე შეხვედრა მონაწილეთა შორის აზრთა ინტენსიური გაცვლა-გამოცვლით გამოირჩა. სამწუხაროდ, შეხვედრის ჩაშლის გამო, შეუძლებელი გახდა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხის განხილვა.

მომავალი შეხვედრა 2019 წლის 2 ოქტომბერს დაიგეგმა", - არნიშნულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავცელებულ განცხადებაში.

დღეს, 29 აგვისტოს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა, სადაც 10 საკითხის განხილვა იგეგმებოდა, მათ შორის შეხვედრაზე უნდა განეხილათ გუგუტიანთკარზე და ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების პროვოკაციულ ქმედებები. ამის შესახებ სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს უთხრა.

წაიკითხეთ სრულად აქ.

კომენტარები