ახალგაზრდობის სააგენტო

ახალგაზრდობის სააგენტოს რეზო ჩარკვიანი უხელმძღვანელებს

მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ ახლად დაფუძნებულ ახალგაზრდობის სააგენტოს რეზო ჩარკვიანი უხემძღვანელებს. ინფორმაცია ამის შესახებ პირველად on.ge-მ გაავრცელა.

2019 წლის აპრილიდან ჩარკვიანი ახალგაზრდობის საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა.

რეზო ჩარკვიანი 2012 წლიდან თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. ის არის სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო "მილენიალ ჰაბის" დირექტორი და სენიორ კონსულტანტი, ასევე ორი სტარტაპის, "ჟუჟუნა ღვინო" და "ჯონ ვრაპის" დამფუძნებელი.

საქართველოს მთავრობის 26 აგვისტოს დადგენილებით, დამტკიცდა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ), ახალგაზრდობის სააგენტო.

როგორც მთავრობის დადგენილებაში წერია, სსიპ-ი "შექმნილია სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავების, განხორციელებისა და კოორდინაციის მიზნით."

ახალგაზრდობის სააგენტოს დაფინანსების ძირითადი წყარო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები იქნება.

სააგენტო, რომელიც სამი დეპარტამენტისგან შედგება, იქნება განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეული.

რეზო ჩარკვიანს სამი მოადგილე ეყოლება.

კომენტარები