პრეზიდენტის ვიზიტი პოლონეთში

პრესსამსახური: სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება

სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი, 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე პოლონეთის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვევა.

ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებული ცერემონიალში. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები, ბულგარეთის, ესტონეთის და უკრაინის პრეზიდენტებთან.

პრეზიდენტი ასევე სიტყვით გამოვა გამოფენის "50 ქალი საქართველოდან" გახსნაზე და კონფერენციაზე “ქალთა როლი პოლიტიკაში”.

 

კომენტარები