პრეზიდენტის ვიზიტი პოლონეთში

გიორგი მარგველაშვილი პოლონელ კოლეგას შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონელ კოლეგას ბრონისლავ კომოროვსკის შეხვდა. გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება, უპირველესად, ეკონომიკის სფეროში, მათ შორის, ვაჭრობის მიმართულებით.

ასევე, გიორგი მარგველაშვილმა ბრონისლავ კომოროვსკისთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრა და ყურადღება პოლონეთის გამოცდილებაზე გაამახვილა. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის პოლონელ კოლეგას მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხიც იყო. პრეზიდენტებმა უკრაინის კრიზისზეც ისმჯელეს.

შეხვედრის დასასრულს ორი ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შედეგები შეაჯამეს

პოლონეთის რესპუბლიკა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი დღეს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. 

კომენტარები