პრეზიდენტის ვიზიტი პოლონეთში

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ესტუმრება

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პირველი პირი პოლონელ კოლეგას ბრონისლავ კომაროვსკის შეხვდება. შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და პოლონეთის ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ასევე დაგეგმილია შეხვედრა პოლონეთის პრემიერმინისტრთან დონალდ ტუსკთან. საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალს ევა კოპაჩის და სენატის მარშალ ბოგდან ბორუსევიჩსაც შეხვდება.

გიორგი მარგველაშვილი შეხვედრას პოლონეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთანაც გამართავს.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საღამოს ბრონისლავ კომაროვსკი და ანა კომაროვსკა გიორგი მარგველაშვილის და მაკა ჩიჩუას პატივსაცემოდ სადილს გამართავენ. ხვალ კი, საქართველოს პრეზიდენტი კრაკოვში გაემგზავრება.

გიორგი მარგველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში ორ დღეს გასტანს. პრეზიდენტი საქართველოში 3 აპრილს დაბრუნდება.

კომენტარები