აფრიკა

აფრიკის ორი ქვეყნიდან სპილოების ექსპორტი აიკრძალა

მეგობარი პატარა სპილოები
thewarriorsjournal.com

აფრიკაში ორი ქვეყნიდან, ზიმბაბვედან და ბოტსვანადან სპილოების ექსპორტი აიკრძალა. აკრძალვა მათი ველური გარემოდან გაყვანასა და ზოოპარკებისთვის მიყიდვას ეხება.  

აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება ევროსაბჭოში 87 ხმით 29-ის წინააღმდეგ მიიღეს. ასევე, დაგეგმილია იმ წესების გამკაცრება, რომელიც გადაშენების პირას მყოფ ცხოველებს იცავს.  

აკრძალვის შემოღების საწინააღმდეგოდ ხმა ზიმბაბვემ მისცა, რომელიც სპილოების ექსპორტის რაოდენობით პირველია. გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა აშშ-იც.  

ზიმბაბვესა და ბოტსვანაში, აფრიკის სხვა ქვეყნებთან შედარებით, სპილოების ყველაზე ჯანსაღი პოპულაციაა. ამ ორი ქვეყნიდან სპილოების ექსპორტი "შესაფერის და მისაღებ" ქვეყნებში ამ დრომდე დაშვებული იყო.  

ქვეყნებმა 2012 წლიდან ჩინურ ზოოპარკებში 100-ზე მეტი სპლიყვი გაგზავნეს.  

ბუნების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, აფრიკაში 415 000 სპილოა, მათგან ყველაზე მეტი, 130 000 სპილო ბოტსვანაში ბინადრობს. ქვეყანაში სპილოებზე ნადირობა 2014 წელს აიკრძალა. თუმცა, მოსახლეობის ნაწილი გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, რადგან მათი შემოსავლის ძირითად წყაროს სპილოებზე ნადირობა წარმოადგენდა. 

კომენტარები