Netflix

დევიდ ბენიოფი და დენ უაისი ნეტფლიქსს 200 მილიონ დოლარად შეურთდნენ

HBO

Game of Thrones-ის შემქმნელები დევიდ ბენიოფი და დენ უაისი 200 მილიონ დოლარად ნეტლიქსს შეურთდნენ.

Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, რეჟისორები ექსკლუზიურად ნეტფლიქსისთვის ფილმებისა და სერიალების გადაღებაში მიიღებენ მონაწილეობას.

“ჩვენ აღელვებულები ვართ, დევიდ ბენიოფისა და ნეს უაისის მოსვლით ნეტფლიქსში. ისინი კრეატიული ძალა არიან და მსოფლიოს გარშემო მოხიბლული ყავთ საზოგადოება ისტორიის მოყოლია თავიანთი ეპიკური უნარით. ვერ ვიცდით, რომ ვნახოთ რას მოგვიტანს მათი წარმოდგენები ციფრებში”, - წერია ნეტფლიქსის განცხადებაში.

განცხადებას თავად ბენიოფი და უაისიც შეურთდნენ.

”ჩვენ მშვენიერი ურთიერთობა გვქონდა HBO-თან 10 წელზე მეტ ხანს და მადლიერები ვართ ყველასი, იმისთვის რომ თავს სახლში გვაგრძნობინებდნენ. ნეტფლიქსმა ააგო უპრეცედენტო და შესანიშნავი რაღაცები, გვიხარია რომ მათ თავიანთთან დაგვპატიჟეს”, - ამბობენ რეჟისორები.

კომენტარები