რუსეთი - ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეის არმიის ბენდი მოსკოვში, წითელ მოედანზე [VIDEO]

YouTube

23 აგვისტოს რუსეთის სახელმწიფო მედიის RT ინფორმაციით, მოსკოვში წითელ მოედანზე ჩრდილოეთ კორეის არმიის ბენდი გამოვიდა.

ჩრდილოეთ კორეის არმიის ბენდს რუსეთმა სპასკაია კოშკის მე-12 საერთაშორისო სამხედრო მუსიკის ფესტივალის ფარგლებში უმასპინძლა.

იხილეთ ვიდეო:

RT წერს, რომ 23 აგვისტოდან 1-ლი სექტემბრის ჩათვლით მოსკოვის ფესტივალში მთელი მსოფლიოდან სხადასხვა ბენდი იღებს მონაწილეობას. 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილში რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში კიმ ჩენ ინისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა გაიმართა. ეს მათ შორის გამართული პირველი სამიტია. შეხვედრის გახსნისას მათ ორ ქვეყანას შორის ისტორიულ კავშირებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების პირობა დადეს.

რუსეთში ვლადივოსტოკში გამართულ სამიტზე რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა საჩუქრები გაცვალეს. მათ ერთმანეთს ხმლები აჩუქეს. კიმ ჩენ ინმა პუტინს ტრადიციული კორეული ხმალი გადასცა, ხოლო პუტინმა მას ხმალი და ჩაის ჭიქების ნაკრები აჩუქა.

კომენტარები