22 ნოემბერს სამხრეთ კორეის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას უკრაინაში გაგზავნილი ათასობით ჯარისკაცის სანაცვლოდ ანტისაჰაერო და საჰაერო თავდაცვის რაკეტები მიაწოდა.
უკრაინის, ა.შ.შ-ს და სამხრეთ კორეის ცნობით ოქტომბერში ფხენიანმა დაახლოებით 10 ათასი ჯარისკაცი გაგზავნა რუსეთში, რომელთა ნაწილი უკვე ფრონტის ხაზზე კურსკის მიმართულებითაა ჩართული.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა შინ ვონ შიკმა კორეულ ტელეკომპანია SBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში გაგზავნილი ჯარისკაცების სანაცვლოდ ანტისაჰაერო და საჰაერო თავდაცვის რაკეტები მიიღო. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ მოსკოვმა სავარაუდოდ ჩრდილოეთ კორეას სამხედრო ტექნოლოგიების პაკეტიც მიაწოდა, რომელიც მას სატელიტური პროგრამის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.
სავარაუდოდ ჯარისკაცების სანაცვლოდ, რაკეტების გარდა რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას უკვე გადასცა ათეოულობით ზოოპარკის ცხოველი და დიდი რაოდენობით ნავთობი.





