აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი

ჩინეთმა 75 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ პროდუქციაზე დამატებით ტარიფები დააწესა

scmp.com

ჩინეთმა 75 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერკულ საქონელზე დამატებითი საპასუხო ტარიფები დააწესა. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინური სააგენტო Xinhua ავრცელებს.

ჩინეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება აშშ-დან იმპორტირებულ 5 ათასზე სასაქონლო პოზიციაზე დამატებითი 10 და 5%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ. ახალი ტარიფები ნაწილი 1 სექტემბრიდან და 15 დეკემბრიდან ამოქმედდება. ჩინეთში გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს რაც ანალოგიური ნაბიჯი აშშ-მ გადადგა.

მიმდინარე წლის მაისში აშშ-მ 25%-ით გაზარდა ტარიფი 250 მილიარდი დოლარის ღირუბელების ჩინურ საქონელზე. აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს ჩინეთიდან იმპორტიირებული საქონლის ჯამურმა ღირებულებამ 557 მილიარდი დოლარი შეადგინა.

მსოფლიოს ორ უმსხვილეს სახელმწიფოს შორის სავაჭრო ომი 2018 წელს დაიწყო. მიმდინარე წელს ჩინეთისა და აშშ-ს სავაჭრო ბრუნვა 14%-ით შემცირდა.

კომენტარები