Wizz Air

Wizz Air-ის ორი ახალი მიმართულება: ქუთაისი-ბოლონია, ქუთაისი-კიოლნი

დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ორი ახალი მიმართულება დაამატა - ბოლონიისა და კიოლნის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

ბოლონიის მიმართულებით ფრენები 2019 წლის ნოემბრიდან კვირაში ორჯერ,
სამშაბათსა და შაბათს შესრულდება. ხოლო კიოლნის მიმართულებით ქუთაისის
საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები 2020 წლის 1-ლი ივლისიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა ორივე მიმართულებით 23 აგვისტოდან იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, Wizz Air- უკვე დაანონსებულ ქუთაისი-ნიცას მიმართულებულებით ფრენებს 2020 დეკემბრის ნაცვლად, 2019 წლის 12 დეკემბრიდან დაიწყებს. ფრენები კვირაში ორჯერ, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება. ავიაკომპანია მილანის მიმართულებით სიხშირეებსაც ზრდის და რეისები ქუთაისიდან კვირაში 4 ჯერ შესრულდება (ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი).

აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოში ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი შემოვიდა. Ryanair-ი ნოემბრიდან ქუთაისი ბოლონია, ქუთაისი მარსელის და თბილისი მილანის, ხოლო 2020 წლის აპრილიდან,  თბილისი-კიოლნის რეისებს შეასრულებს. Ryanair-ი 2020 წლის ბოლომდე ჯამში 12 ახალ პირდაპირ მიმართულებას დაამატებს.

კომენტარები