ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი დოლართან 0.79 თეთრით, ევროსთან კი - 1.38 თეთრით გაუფასურდა. 1 აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.9354 ლარია, ხოლო 1 ევროსი - 3.2583 ლარი.
ივნისის პირველ ორ კვირაში დროებითი გამყარების შემდეგ, ლარმა 14 ივნისიდან გაუფასურება განაგრძო და 1 აგვისტოს დოლართან მიმართებით რეკორდულ მინიმუმამდე, 2.9718-მდე დაეცა. 1 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა და აქედან 32.8 მილიონი გაყიდა, რასაც ლარის ოდნავი გამყარება, შემდეგ კი კვლავ გაუფასურება მოჰყვა.





