რუსული ოკუპცია

ციხელაშვილი: გუგუტიანთკარში დაზარალებულ 3 ოჯახს სახელმწიფო დაეხმარება

შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილი თქმით, გუგუტიანთკარში დაზარალებული 3 ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებს. ციხელაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, რომელთა სახლ-კარიც, რამდენიმე დღის წინ, ოკუპანტების მიერ გავლებულ მავთულხლართებს მიღმა დარჩა. ისინი სახლებს და სამეურნეო მიწის ნაკვეთებს მიიღებენ. 

"ჩვენი ამოცანა ზოგადად გახლავთ ის, რომ არა მხოლოდ ამ სამ ოჯახს, ვგულისხმობ გუგუტიშვილების2 ოჯახი და რაზმის ოჯახი, რომელსაც უშუალოდ შეეხო გარკვეული ფორმით მავთულხლართების გავლების პროცესი, არამედ მთლიანად გუგუტიანთკარს და ყველა იმ სოფელს, დავუდგეთ გვერდით, რომელიც დღეს გახლეჩილია მავთულხლართებით. ასეთი 100-ზე მეტი სოფელია საქართველოში და აუცილებლად გავაგრძელებთ იმ 5-წლიან პროგრამას, რომელსაც ვახორციელებთ და მიმართულია საბაზისო საჭიროებების მოგვარებაზე"- ამბობს ციხელაშვილი. 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადად, ორი ოჯახის რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. საოკუპაციო ძალებმა სოფელში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს.

კომენტარები