საქართველოს რკინიგზა

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, თბილისი-ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი დაინიშნა

facebook.com/GeoRailway

საქართველოს რკინიგზა საკურორტო სეზონზე გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, თბილისიდან და ბათუმიდან ერთი რეისით (№888/887) სამგზავრო მატარებელს ამატებს. 

მატარებელი 11 აგვისტოდან იმოძრავებს შემდეგი განრიგით:

  • თბილისიდან გასვლა - 09:05 საათი,
  • ბათუმში ჩასვლა - 14 :42 საათი,
  • ბათუმიდან გამოსვლა - 18:30 საათი,
  • თბილისში ჩამოსვლა - 00:07 საათი.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. ბილეთები იყიდება ასევე ვებ-გვერდებზე: Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge; სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

კომენტარები