ნიკა გვარამიას საქმე

გვარამია ბრალის წარდგენაზე: დედას მო****ნავ, ივანიშვილო, შენს კაპიტულაციას მე ჩავიბარებ

ტაბულა

რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალს ეხმაურება.

გვარამია წერს, რომ მისთვის კორუფციაა წითელი ხაზი, რომელიც ივანიშვილმა მეორედ გადაკვეთა.

"ღიად და დაუფარავად: კორუფცია ის თემაა, რომელთან შედარებით უმძიმესი დანაშაულები მემსუბუქება. ესაა ჩემი წითელი ხაზი და უკვე მეორეჯერ გადაკვეთა ივანიშვილმა. ხოდა, ახლა ჩემს პასუხს დაელოდეთ. დედას მო****ნავ, ბიძინა ივანიშვილო. ხო გაგაფარჩაკე 7 წელი, ახლა ბოლომდე მივიყვან და ზუსტად მე ჩავიბარებ შენს კაპიტულაციას. პირადად. გპირდები,"- წერს გვარამია. 

8 აგვისტოს ნიკა გვარამიას რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის, საჩივრის საფუძველზე ბრალი წარუდგინეს

პროკურატურის განცხადებით, გვარამიას ბრალად ედება "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისება და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვა". 

კომენტარები