ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ჰონგ-კონგი

ათასობით ჰონგ-კონგელი ადვოკატი მომიტინგეებზე პოლიტიკური დევნის დასრულებას ითხოვს

ოთხშაბათი, 7 აგვისტო, 2019 - 17:05
tbl.ge/3x9b
დაკოპირდა

ათასობით ჰონგ-კონგელი ადვოკატი აქციებში მონაწილე მომიტინგეებზე პოლიტიკური დევნის დასრულებას ითხოვს.

ადვოკატები პოლიტიკური დევნის დასრულებას, იუსტიციის სამინისტროს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას და ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით მიმდინარე აქციებზე მომხდარი სხვადასხვა შემთხვევის გამოსაძიებლად დამოუკიდებელი კომისიის შექმნას ითხოვენ.

ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოდან იუსტიციის სამინისტრომდე მსვლელობა მოაწყვეს. აქციას 3 000 ადვოკატი შეუერთდა. 

ადვოკატებმა უკვე მეორეჯერ გამართეს ამგვარი მსვლელობა. პირველად მათ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევა 6 ივნისს მოითხოვეს. 

უკვე ორი თვეა, რაც ჰონგ-კონგის ქუჩებში მილიონობით ადამიანი იმ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის, რომლითაც დამნაშავეების კონტინენტურ ჩინეთში გაგზავნა იქნება შესაძლებელი. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი საფრთხეს შეუქმნის ქალაქის იურიდიულ დამოუკიდებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა "განუსაზღვრელი ვადით" შეაჩერა ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტი და მომიტინგეებს ბოდიშიც მოუხადა, საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება - ისინი კერი ლამის გადადგომას, კანონის სრულ გაწვევასა და მეტ დემოკრატიას ითხოვენ.

მომიტინგეები შიშობენ, რომ ლამის მმართველობის სათავეში ყოფნით ჰონგ-კონგში ჩინეთის გავლენა გაიზრდება.

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. პეკინის იურიდიული სისტემა ადამიანის უფლებების დარღვევით მოქმედებს, თუმცა ჰონგ-კონგის მთავრობა მოსახლეობას ეუბნება, რომ ექსტრადიციის კანონში საშიში არაფერია.

საკამათო კანონი არა მხოლოდ ჰონგ-კონგის იურიდიულ დამოუკიდებლობას, არამედ მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ფინანსურ ცენტრს უქმნის საფრთხეს. არაერთმა ბიზნესმენმა თქვა, რომ კანონი საფრთხეს შეუქმნის იმ თავისუფლებებს, რითაც აქ მყოფი ბიზნესმენები სარგებლობენ, გააქრობს ინვესტორთა ნდობას და ქალაქის კონკურენტულ უპირატესობას.

პოლიტიკური დევნაადვოკატებიაქციები ჰონგ-კონგშიჩინეთიჰონგ-კონგი

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 9 თებერვალი, 2026 - 13:27ჰონგკონგელ მედიამაგნატ ჯიმი ლაის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • ხუთშაბათი, 27 ნოემბერი, 2025 - 15:10ჰონგ-კონგში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა
  • ხუთშაბათი, 27 ნოემბერი, 2025 - 00:35ჰონგ-კონგში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა
  • ოთხშაბათი, 26 ნოემბერი, 2025 - 17:41ჰონგ-კონგის ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 13 პირი ემსხვერპლა
  • პარასკევი, 1 ივლისი, 2022 - 12:37სი ძინპინი: ჰონგ-კონგის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემა" ფორმულა არ უნდა შეიცვალოს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

საქართველო აშშ-ს თავდაცვის აქტში: რუსულ-ჩინური დაზვერვა და პოლიტპატიმრები
ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 - 21:25

საქართველო აშშ-ს თავდაცვის აქტში: რუსულ-ჩინური დაზვერვა და პოლიტპატიმრები

"გრიგოლ ლილუაშვილს ქრთამის აღებაში ეხმარებოდა" - ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა
ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 - 20:33

"გრიგოლ ლილუაშვილს ქრთამის აღებაში ეხმარებოდა" - ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა

ყულევის ნავთობქარხანას ტრანზაქციები 6 თვეში აეკრძალება, თუ EU-ს პირობები არ შესრულდება
ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 - 20:22

ყულევის ნავთობქარხანას ტრანზაქციები 6 თვეში აეკრძალება, თუ EU-ს პირობები არ შესრულდება

რუსეთის წინააღმდეგ EU-ს ახალი სანქციები საქართველოში მოქმედ კრიპტოპლატფორმებსაც შეეხო
ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 - 20:22

რუსეთის წინააღმდეგ EU-ს ახალი სანქციები საქართველოში მოქმედ კრიპტოპლატფორმებსაც შეეხო

"იარაღი გაფორმებული ჰქონდა" - რას ჰყვება 4 ადამიანის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის დედა
ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 - 18:47

"იარაღი გაფორმებული ჰქონდა" - რას ჰყვება 4 ადამიანის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის დედა

ყველაზე კითხვადი

"ამპუტირებული აქვს თითი" – კლინიკაში რჩება პირი, რომელმაც ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა
1"ამპუტირებული აქვს თითი" – კლინიკაში რჩება პირი, რომელმაც ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა
2რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება 4 თვით შეიზღუდება – ალტერნატიული მარშრუტები
3გენერალი კეინის თქმით, უკრაინულმა F-16-მა რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო
4Facebook პოსტის გამო, ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
521 ივლისის დილამდე თბილისში და შემოგარენში მოსალოდნელია წვიმა - სააგენტოს გაფრთხილება

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕