სახელმწიფო ბიუჯეტი

2019 წლის პირველ 6 თვეში 3,3 მილიონით გაიზარდა სამივლინებო ხარჯები და 40,7 მილიონია

REUTERS

ბიუჯეტის მონიტორის ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ბიუჯეტური მივლებებზე 3,3 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯა. ორგანიზაციის ინფორმაციით, მივლენებებზე 2019 წლის პირველ ექვს თვეში ჯამურად 40,7 მილიონი ლარი შეადგინა.

სამივლინებო ხარჯები გაზრდილია თითქმის ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციაში. არის ცალკეული შემთხვევები, როცა სამივლინებო ხარჯების 100%-ით არის გაზრდილი.

წარმოგიდგნეთ საბიუჯეტო ორგანიზაციების მივლენებებზე დახარჯულ თანხებს სამინისტროების მიხედვით, 2019 წლის პირველ ნახევარში

  • თავდაცვის სამინისტრო — 21,4 მილიონი ლარი;
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო — 2,9 მილიონი ლარი;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო — 2,6 მილიონი ლარი;
  • მთავრობის ადმინისტრაცია — 3,6 მილიონი ლარი;
  • გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო — 1,8 მილიონი ლარი;
  • პარლამენტი და ასოცირებული ორგანიზაციები — 1,4 მილიონი ლარი;
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო — 1,4 მილიონი ლარი;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო — 1,1 მილიონი ლარი;
  • ჯანდაცვის სამინისტრო — 1,1 მილიონი ლარი;
  • ფინანსთა სამინისტრო — 982 ათასი ლარი;
  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია —853 ათასი ლარი;
  • იუსტიციის სამინისტრო — 392 ათასი ლარი.

კომენტარები