ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

პროექტით, 2020 წლის არჩევნებზე პარტიის რეგისტრაცია 5 000 ხელმოწერით იქნება შესაძლებელი

https://www.facebook.com/ArchilTalakvadzeOfficial/

ქართული ოცნების მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული ცვლილებათა პროექტის მიხედვით, 2020 წლის არჩევნებზე პარტიის რეგისტრაცია 25 000 ხელმოწერის ნაცვლად, 5 000 მხარდამჭერის ხელმოწერით იქნება შესაძლებელი. 

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებათა პაკეტი წარადგინა. 

პროექტის მიხედვით, გამარტივდება ხელმოწერების გადამოწმების სისტემაც. 

კიდევ რა ცვლილებების შეტანა იგეგმება საარჩევნო კოდექსში, ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მმართველმა გუნდმა რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი აქციის ფონზე 2020 წლის არჩევნებზე სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. 

ასევე წაიკითხეთ, რა არის პროპორციული საარჩევნო სისტემა და რით განხსვავდება ის დღევანდელი მოდელისგან. 

კომენტარები