ბათუმი

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

flickr.com

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ღამით გორგილაძის ქუჩაზე მოხდა.

გავცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ არაბ ტურისტებსა და ქართველებს შორის დაპირისპირება უძღოდა.

"პოლიციამ დაადგინა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა, რომელიც გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს" - ამბობენ შსს-ში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებჯთ გამოძიება სსკ-ის 118 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები