GWP

5 აგვისტოს 14:00 საათიდან 6 აგვისტოს დილამდე ვაკე-საბურთალოს ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება

ერიკ თაიერი / REUTERS

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცნობით, დღეს, 5 აგვისტოს ვაკე-საბურთალოს ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება. 

"ჭავჭავაძის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური სარეაბილიტაციო  პროექტის პირველი და მეორე  ნაწილი, ჭავჭავაძის გამზირის დასაწყისიდან პიქსელის შენობამდე, დასრულების ეტაპზეა. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა აღნიშნულ მონაკვეთებზე 2.4 კმ სიგრძის წყალმომარაგების სისტემა შეცვალა.

მოსახლეობისთვის ნაკლების დისკომფორტის შექმნის მიზნით, ჯივიპი განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის სამუშაოებს ეტაპობრივად ახორციელებს."- აცხადებენ gwp-სში

მათივე თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე მაგისტრალურ ქსელზე მესამე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 5 აგვისტოს 14:00 საათიდან 6 აგვისტოს დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოსრაიონში:

ჭავჭავაძის გამზირის N1-დან 11-ის ჩთ, N2-დან 32-ის ჩთ; რაზმაძის ქN1-დან 21-ის ჩთ, N2-დან 20-ის ჩთ; ბარნოვის ქN75-დან 83-ის ჩთ, N80-დან 94-ის ჩთ; აბაშიძის ქN1-დან 19-ის ჩთ, N4-დან 20-ის ჩთ; ფალიაშვილის N1-დან 33-ის, N2-დან 36-ის ჩთ; კეკელიძის ქ N1,3,5,7 და N17-დან 25-ის ჩთ, N2,4,6,8,16; მელიქიშვილის ქ N49-დან 57-ის ჩთ; თაყაიშვილის, ნაფარეულის, რ.ერისთავის, ბაზალეთის, შროშის, იოველ ქუთათელაძის, ქობულეთის, მცხეთის, ბურკიაშვილის, შატბერაშვილის, მარაბდის, ჟვანიას, მარუხის გმირების, ტ.ტაბიძის, ცხვედაძის, აბაშელის ქუჩებს შესახვევებთ და ჩიხებით; არაყიშვილის შესახვევს.

კომენტარები