ტურიზმი

თვის დასაწყისთან შედარებით ივლისის ბოლო კვირაში რუსი ტურისტების რაოდენობა გაიზარდა

at.ge

ინფორმაციას ამის შესახებ TBC RESEARCH ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ივლისის პირველ კვირასთან შედარებით, ივლისის ბოლო კვირაში ტურისტების რაოდენობა რუსეთიდან კვლავ გაიზარდა. 

წინა წლის ივლისთან შედარებით, რუსი ტურისტების რაოდენობის კლებამ ამ წლის ივლისში სულ, 6,8 პროცენტი შეადგინა. რუსეთის მიერ ავიამიმოსვლის შეჩერების შემდეგ, საჰაერო გზით შემოსული რუსი ტურისტების რაოდენობამ, ივლისის ბოლო კვირაში 74,8 %-ით იკლო.

საჰაერო გზით შემოსულთა რაოდენობის კლება, სახმელეთო გზით შემოსული რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდით დაბალანსდა. მოცემულ პერიოდში, სახმელეთო გზით შემოსული რუსი ტურისტების რაოდენობა, 15,3%-ით გაიზარდა, ასევე, 24%-ით არის გაზრდილი, საქართველო-სომხეთის საზღვრიდან შემოსულიი რუსი რეზიდენტების რაოდენობა.

ივლისის მეოთხე კვირაში, რუსეთიდან შემოსული ტურისტების საერთო მაჩვენებლიდან, სახმელეთო საზღვრით 47%-მა ისარგებლა, 23 % საჰაერო გზით შემოვიდა, ხოლო დანარჩენი, საქართველო-სომხეთის, საქართველო-თურქეთის ან საქართველო სომხეთის საზღვრიდან შემოვიდა.

შეგახსნებთ, რომ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, 8 ივლისს რუსეთმა საქართველოსთან ავია მიმოსვლა შეწყვიტა. აკრძალვის ფონზე საჰარეო გზით, შემოსული რუსი ტურისტების რაოდენობა საქართველოში 75,6%-ით შემცირდა. ეროვნული ბანკის შეფასებით, სანქციებიდან ეკონომიკის მიყენებული ზარალი 200-300 მილიონი დოლარი იქნება.

კომენტარები