ჩინეთი

ჩინეთში 3 წლის ბავშვი, რომელიც მე-6 სართულიდან ვარდებოდა, საბნის მეშვეობით გადაარჩინეს

3 წლის ბავშვი, რომელიც მე-6 სართულიდან ვარდებოდა, ჩუნცინში, ჩინეთში, საბნის მეშვეობით გადაარჩინეს.

ვიდეოშო ჩანს ბავშვი, რომელიც აივანზე ხელებით კიდია და უკან აცოცებას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. შემდეგ კი, რამდენიმე ადამიანმა კორპუსის ქვევით საბანი გაშალა და ამ ხერხით ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა.

“ზევით რომ ავიხედე, პატარა ბავშვი დავინახე, რომელიც აივანზე ეკიდა. პირველი რეაქცია ის იყო, რომ ვცდილობდი რამე ისეთი მეპოვა, რისი მეშვეობითაც მას ვუშველიდი. თავიდან ვიფიქრე, შიშველი ხელებით დავიჭერ-მეთქი, თუმცა ეს არ იმოქმედებდა”,- თქვა ჭუ იენხვეიმ, ერთ-ერთმა გადამრჩენელმა ჩინურ მედია CCTV-ში.

საბნის გაშლიდან 10 წამში ბავშვი ჩამოვარდა და გადარჩა.

ერთ-ერთმა მეზობელმა ბიჭი საავადმყოფოში წაიყვანა, თუმცა მას არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა.

კომენტარები