ეკონომიკური ზრდა

ივნისში ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა

Reuters

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5% შეადგინა.

წლის პირველი ექვსი თვის საშუალო ზრდა 4.9% იყო.

საქსტატის ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ივნისში გაიზარდა მრეწველობის, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის, მშენებლობის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და სასტუმროებისა და რესტორნების დარგები, ხოლო კლება აღინიშნებოდა საფინანსო საქმიანობაში.

2019 წლის პირველ და მეორე კვარტლებში ეკონომიკა თანაბრად, 4.9%-ით გაიზარდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 24 ივლისს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.5%-ით შეამცირა 4.5%-მდე. მაისში გამოქვეყნებულ მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში ეროვნული ბანკი ვარაუდობდა, რომ წელს ზრდა 5%-იანი იქნებოდა. როგორ ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილების მიზეზი ტურისტული შემოსავლების კლების მოლოდინი გახდა.

კომენტარები