რუსთავი 2-ის საქმე

ცქიტიშვილი: რუსთავი 2-ის საქმე დამთავრებულია და არაფერი გაგრძელება მაგას არ აქვს

ზღაპრები, რასაც გვიყვებოდა ოქრუაშვილი არანაირ კავშირში არ არის მის დაკავებასთან. რუსთავი ორის საქმე დამთავრებულია და არაფერი გაგრძელება მაგას არ აქვს. სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. თუ არ ვცდები, რჩება ერთი ინსტანცია, რომელშიც გასაჩივრება შეუძლიათ, მაგრამ არანაირ კავშირში ოქრუაშვილთან არ არის. მთავარი საკითხი ამ შემთხვევაში არის, რომ ყველა ინსტანციის გავლით საქმე მივიდა სტრასბურგის სასამართლომდე და მან მიიღო გადაწყვეტილება. ამაზე ცალკეული პოლიტიკოსების ჭორაობები არ არის მისაღები ჩემთვის.

უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ეხმაურება საკითხს, შეიძლება თუ არა უკავშირდებოდეს ირაკლი ოქრუაშვილის დაჭერა მის მიერ რუსთავი 2-ის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.

კომენტარები