სახელმწიფო ბიუჯეტი

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების გეგმა მიღებულია, პროგრამაზე 700 მილიონი დაიხარჯება

rackcdn.com

საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად მიიღო დადგენილება №343, რომელიც საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიას მოიცავდა. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ პროგრამის ორწლიანი საპროგნოზო ბიუჯეტი 700 მილიონი ლარია. პრემიერმა დადგენილებას ხელი 18 ივლისს მოაწერა.

ცნობისთვის, 2019 წლის ბიუჯეტით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯამური ბიუჯეტი სულ 790 მილიონი ლარია, 643 მილიონი ლარს მცირედით აღემატება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა.

სტრატეგიის მიზანია, მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერისა და სხვადასხვა სერვისებზე ხელმისაწვმდომობის ზრდა. პროექტის გეგმა ითვალისწინებს ადგილობრივი ტურისტული, საგზაო და სოციალური ინფრასქტრუქტურის მშნებლობას. მთავრობამ სტრატეგია, მთის კანონის მიღებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ დაამტკიცა.

მთის კანონის მიღების შემდეგ, შეიქმნა მთის განვითარების საბჭოც. საბჭოს თავმჯდომარის პოსტს პრემიერ-მინისტრი იკავებს, სულ საბჭოში 51 წევრია. მთის კანონის მიღების მომენტიდან შეიქმნა მთის განვითარების ფონდიც.

მთის კანონის ამოქმედების მომენტიდან, ფონდისთვის 86 მილიონი ლარი გამოიყო. ამასთანავე, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებზე, რომლის მიზანიც მთაში მოსახლეობის დამაგრება იყო, ამ წლებში 183 მილიონი ლარი დაიხარჯა. სტრატეგიის ორწლიანი ბიუჯეტი 700 მილიონი ლარია, თუმცა ჯერჯერობით ბიუჯეტის კონკრეტული გეგმა გაწერილი არ არის.

ამ დროისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსით 1,731 დასახლება სარგებლობს, სულ ამ ტერიტორიებზე 245 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ამ დასახლებების აბსოლიტური უმრავლესობა სოფელია, ასევე 12 დაბა და 8 ქალაქი. 

როგორც ინფრასტრუქტურის და რეგიონიული განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სტრატეგია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერითა და ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური ჩართულობით დაიწერა. 

კომენტარები