უბედური შემთხვევა

თუშეთში მომხდარ საგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი

27 ივლისს თუშეშში მომხდარი მომხდარი ავარიის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

შსს-ისვე ცნობით, სხეულის სხვადასხვა დაზიანება 5-მა ადამიანმა მიიღო, 3 მოქალაქე კი მაშველებმა ხევიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს. 

საგანგებოს სიტუაციაების მართვის სააგენტოს ცნობით, სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან და ისინი გათენებისთანავე გააგრძელებენ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ომალოს მიმართულებით მოძრავი "კამაზის" მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ავტომანქანის უსაფრთხო მართვა ვერ უზრუნველყო, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

კომენტარები