თბილისის მერია

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია - 26 ივლისიდან მოძრაობა თაქთაქიშვილის ქუჩამდე შეიზღუდება

თბილისის მერიის ცნობით, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივლისის ღამის 00:00 საათიდან ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა ატენის ქუჩის კუთხიდან თაქთაქიშვილის ქუჩის კუთხემდე გაგრძელდება.

"სარეკონსტრუქციო სამუშაოები იწარმოებს ვარაზისხევიდან თაქთაქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში. შესაბამისად, მცირედით შეიცვლება ვაკეში მოქმედი დროებითი სატრანსპორტო სქემები" - აცხადებს მერია.

კერძოდ,

  • კავსაძის ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეტრიალდება ჭავჭავაძის გამზირიდან აბაშიძის ქუჩის მიმართულებით;
  • თაქთაქიშვილის ქუჩა გაცალმხრივდება და ტრანსპორტი აბაშიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ იმოძრავებს;
  • ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა დასაშვები იქნება კეკელიძის ქუჩიდან თაქთაქიშვილის ქუჩის კუთხემდე ცალმხრივად და მიშველაძის ქუჩიდან კავსაძის ქუჩის კუთხემდე ცალმხრივად;
  • აბაშიძის ქუჩა გაცალმხრივდება ბერძენიშვილის ქუჩიდან მრგვალ ბაღამდე. ტრანსპორტი ჭავჭავაძის გამზირიდან აბაშიძის ქუჩაზე მიშველაძის, ბერძენიშვილის ან კავსაძის ქუჩების გამოყენებით მოხვდება.

შეზღუდვებიდან გამომდინარე, მცირე ტევადობის ავტობუსები N9 და N59 და მიკროავტობუსები N32, N35, N120, N126, N137, N170 და N202 ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილის ქუჩისკენ კავსაძის, აბაშიძის, ბარნოვისა და პეტრიაშვილის ქუჩების გავლით იმოძრავებენ.

ავტობუსი N83 ჭავჭავაძის გამზირიდან იმოძრავებს მიშველაძის, აბაშიძის, ბარნოვისა და პეტრიაშვილის ქუჩების გავლით.

ავტობუსები N61, N87 და N140 მოძრაობას ჭავჭავაძის გამზირისა და კავსაძის ქუჩის კუთხეში დაასრულებენ.

ვარაზისხევიდან ჭავჭავაძის მიმართულებით ტრანსპორტი გადაადგილდება კეკელიძის, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩების გამოყენებით. ანალოგიური მარშრუტით იმოძრავებენ ავტობუსები N9, N59 და N83 და მიკროავტობუსები N32, N35, N120, N126, N137, N170 და N202.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია მაისის ბოლოს დაიწყო. 

კომენტარები