რუსთავი 2-ის საქმე

ეკა ბესელია: რუსთავი 2-ის საქმეში ერთერთი მხარე სახელმწიფო იყო

მე მაინც მგონია, რომ ყველაზე მთავარი ამ საბედისწერო საქმეში, რომელიც არ დამთავრებულა და, ალბათ, კარგა ხანს არ დამთავრდება. ეს რუსთავი 2-ის ბედისწერაა, რომ მუდმივი ჭიდილი და დავა ხდება ამ ტელევიზიის ხელში ჩასაგდებად და ყველა ხელისუფლებას უჩნდება სურვილი, ვინც მოდის, რომ ტელევიზია აკონტროლოს. სამწუხაროდ, ჯერ ვერ მივედით იმ სტანდარტამდე, როდესაც შეგიძლია თქვა, რომ არსებობდეს მედია, რომელსაც არ აკონტროლებ. არსებობდეს სასამართლო, რომელსაც არ აკონტროლებ. მთავარი არ არის სახელი და გვარი, ვინ დგას ამ ტელევიზიის უკან. მთავარი არის შინაარსი იმიტომ, რომ იმ სახელსა და გვარში ჩანს განზრახვა, რა უნდა კონკრეტულად ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს. მე მაინც მგონია, რომ რაც ახლა ამ ტელევიზიის ირგვლივ ხდება, ეს დაუსრულებელი დავა სამართლიანობისთვის, მთავარი არის დღეს იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ამ ტელევიზიაში მუშაობენ, მიეცეთ შესაძლებლობა, დამოუკიდებლად, ჩარევის გარეშე და კონტროლის გარეშე საზოგადოებას უთხრან სიმართლე. ეს გააკეთონ ეთიკურად. ეს გააკეთონ მიუკერძოებლად. ეს გააკეთონ დამოუკიდებლად. ესაა მთავარი. სახელი რა ერქმევა მის პატრონს, აქვს შეიძლება, ამას მნიშვნელობა და მე ვისურვებდი, რომ ეს არხი იყოს დამოუკიდებელი ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან, მაგრამ მთავარი არის შინაარსი. აი, ეს უნდა დავიცვათ ყველამ. 

სტრასბურგის სასამართლოში გამოდიოდა სახელმწიფო მთავრობის სახელით, შესაბამისად, ერთერთი მხარე იყო სახელმწიფო

დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტის წინ მიმდინარე გადაცემაში, სახელწოდებით "სირცხვილია", რომელიც საპროტესტო აქციის ერთერთ ფორმას წარმოადგენს. ბესელიას ერთერთმა აქტივისტმა ჰკითხა, რუსთავი 2-ის საქმე იყო დავა კერძო პირებს შორის, თუ სახელმწიფოსა და კერძო პირს შორის

კომენტარები