აქციები რუსთაველზე

აქციები ახალ ფორმატზე გადადის, ყოველდღე, 20:20 საათზე რუსთაველზე გადაცემა დაიწყება

რუსთაველზე მიმდინარე აქციები ახალ ფორმატზე გადადის, ყოვედღიურად 20:20 საათზე პარლამენტთან დაიწყება გადაცემა, რომელიც ლაივ რეჟიმში გადაიცემა სხვადასხვა მედიის საშუალებით, გადაცემის ლაივი გავა ტაბულას ფეიჯზეც. აქციის ერთერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის თქმით, სექტემბრიდან კვლავ ხალხმრავალი აქციები გაგრძელდება.  

"ვაგრძელებთ ტელეფორმატით, გადაცემას ერქმევა „სირცხვილია,“ რომელიც გავა თითქმის ყოველდღე, სხვა დღეებში გვექნება ე.წ ფლი მარკეტები ან თემატური პანელები. სტრიმინგი გვექნება ყველა მედია არხზე, ჩვენგან არის ამის მცდელობა, ყველას ექნება შესაძლებლობა ლაივი გაუშვას, გადაცემის ფორმატში, სამი კამერით გადაღებული და დამონტაჟებული. ყოველდღე დაიწყება 20:20 საათზე, სიმბოლურად და ქრონომეტრაჟი იქნება ერთი საათი. ადამიანები, ვინც აქ მოვლენ იქნება დარბაზი, იქნება აუდიტორია, რომლებსაც შეეძლებათ გადაცემის სტუმრებთან დასვან კითხვები. ამით ეყრება საფუძველი ახალ მაუწყებლობას, ახალ მედია პროექტს, სექტემბერში ხალხმრავალი აქციებით გავაგრძელებთ. ხელისუფლებაზეა დამოკიდებული რას იზამს," - ამბობს დიღმელაშვილი.

პარლამენტთან უკვე ერთი თვეა აქციები იმართება, აქციის მონაწილეების მოთხოვნა შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომაა. 

კომენტარები