აქციები რუსთაველზე

კალაძე აქციებზე: რამდენიმე ათეული ადამიანი ძალადობს მოსახლეობის უმრავლესობაზე

როგორც კი სახელმწიფომ აჩვენა ძალა, გაიფანტნენ, ერთმანეთს გაემიჯნენ, გადაბრალება დაიწყებს, მაგრამ პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა ორგანიზატორს, ვინც ჩართული იყო ძალადობაში და მანამდე აგორებულ ბინძურ პროპაგანდაში.

რამდენიმე ათეული ადამიანი ძალადობს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაზე, რაც ძალიან ცუდია. ჩვენ 4 ოქტომბერს ვნახეთ კონკრეტული მცდელობა იმ დაანონსებული ხელისუფლების დამხობისა, რაზეც ჰქონდათ ერთგვარი კამპანია აგორებული. ამ კამპანიაში ჩართულნი იყვნენ კონკრეტული ადგილობრივი ელჩები. ყველა ხვდება, რომ აღნიშნული პროცესები ქვეყნის გარედან იმართება, ფინანასდება, მათ ჰყავთ პატრონები, ისინი აძლევენ

მითითებებს, თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ აღკვეთა ეს დანაშაული და არავის მისცა საშუალება, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო. ყველა დამნაშავეს შესაბამისი პასუხი გაეცემა.

გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებას რაც შეეხება, აქ პროფესია არაფერ შუაშია. როცა ადამიანი დანაშაულს სჩადის, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ზოგადად, ჩვენ ყველას ვაფრთხილებდით და მოვუწოდებდით, რომ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები არ გადაედგათ. ამ საკითხზე საუბრობდა პრემიერ-მინისტრი, მეც არაერთხელ ვისაუბრე. არ გაითვალისწინეს. ყველა ადამიანი თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში. მათ ჩაიდინეს დანაშაული და ამას ცხადია, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

თქვა ივანიშვილის თბილისის მერმა, კახი კალაძემ. 

კომენტარები