აქციები რუსთაველზე

პაპუაშვილი აქციებზე: ასეულობით რადიკალს არ მივცემთ საშუალებას მოსახლეობა გაწიროს ქაოსისთვის

პრობლემაა, როდესაც სახელმწიფოს დამამხობლები ბედავენ, რომ კიდევ დისკომფორტი შეუქმნან დედაქალაქის მოქალაქეებს და სახელმწიფო ზრუნავს, მეთოდურად უდგება ამ საკითხს, რომ რამდენიმე რადიკალმა და ქვეყნის დამამხობელმა დისკომფორტი არ შეუქმნას ჩვენს მოქალაქეებს.

4 ოქტომბერი, იმ პროცესის კულმინაციაა, რასაც ჩვენ ბოლო რამდენიმე თვე ვაკვირდებოდით და 4 ოქტომბრის შემდეგ ეს არის გაგრძელება ოთხი ოქტომბრისა.

პრემიერმინისტრმაც თქვა, რომ მეთოდურად ისე, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს დამატებითი დისკომფორტი არ შეექმნას, ამ პროცესს მივიყვანთ იქამდე, რომ უზრუნვეყოფილი იყოს მართლწესრიგი და საზოგადოების მშვიდობიანი განვითარება.

კიდევ ერთხელ, ქვეყნის დამამხობლები და თითოეული ადამიანი, ვინც 4 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე, ხაზს ვუსვამ, იმ რამდენიმე ათას ადამიანს, ვინც იქ მივიდა, ყველა იქ მივიდა ხელისუფლების დასამხობად და იქ მივიდა ქვეყნის დასამხობად და ამ ქვეყნის 90-იან წლებში დასაბრუნებლად. ამიტომ, რამდენიმე ამ ასეულ რადიკალს არ მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენი სამ მილიონნახევრიანი მოსახლეობა გაწიროს ქაოსისთვის.

თქვა ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსთაველის აქციებზე. 

კომენტარები