რუსეთის მხრიდან ფრენების აკრძალვა

ფრენების აკრძალვის შემდეგ რუსეთიდან ჩამოსულთა რაოდენობა 21.4%-ით შემცირდა

siwallpaperhd.com

TBC ბანკის კვლევის თანახმად, 2019 წლის ივლისის მეორე ნახევარში, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენები აიკრძალა, რუსეთიდან ჩამოსულთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 21.4%-ით შემცირდა.

ივლისის პირველ კვირაში, აკრძალვის ამოქმედებამდე, რუსეთიდან წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.1%-ით ნაკლები ჩამოვიდა.

მეორე კვირაში საჰაერო საშუალებებით რუსეთიდან ჩამოსულების რაოდენობა 78.6%-ით შემცირდა, სახმელეთო საშუალებებით ჩამოსულებისა კი მხოლოდ 1.7%-ით.

TBC-ში ფიქრობენ, რომ რადგანაც საჰაერო საშუალებებით ჩამოსულები ძირითადად მეტს ხარჯავენ, მომდევნო 12 თვის მანძილზე რუსი ტურისტებისგან მიღებული შემოსავალი 12%-ით შემცირდება.

ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, პირდაპირი ფრენების აკრძალვის მიუხედავად მოგზაურების ნაწილი ახერხებს, ალტერნატიული საჰაერო გზები გამონახოს რუსეთიდან საქართველოში ჩამოსაფრენად.

რუსეთიდან ჩამოსულების კლების მიუხედავად, ჯამში მოგზაურთა რაოდენობა ივლისის მეორე კვირაში 3.2%-ით გაზრდილია.

კომენტარები