რუსეთის მხრიდან ფრენების აკრძალვა

მთავრობა 600 ათას ევრომდე გამოყოფს რუსეთისკენ ფრენების დასაფინანსებლად

flickr.com/photos/picturejohn64

საქართველოს მთავრობის 24 ივლისის დადგენილებით, საქართველოდან ერევნის გავლით რუსეთის მიმართულებით და პირიქით განხორციელებული ფრენების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 600 000 ევრომდე გამოიყოფა.

პრიორიტეტული სატრანზიტო მიმართულების სტიმულირების ფარგლებში, სახელმწიფო გააფორმებს ხელშეკრულებას ავიაკომპანიასთან, რომელიც ფრენებს თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან განახორციელებს. ასეთ მიმართულებებად ითვლება რუსეთი-ერევანი-თბილისი-რუსეთისა და რუსეთი-ერევანი-ბათუმი-რუსეთის რეისები.

ხელშეკრულების ფარგლებში, თითო მგზავრზე დღგ-ს გარეშე დაიხარჯება არაუმეტეს 90 ევროსი, ხოლო ჯამში, მაქსიმუმ 600 ათასი ევრო იქნება გამოყოფილი. კონტრაქტორმა კომპანიამ წლის განმავლობაში კვირაში ორი ფრენა უნდა უზრუნველყოს.

TBC ბანკის კვლევის თანახმად, 2019 წლის ივლისის მეორე ნახევარში, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენები აიკრძალა, რუსეთიდან ჩამოსულთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 21.4%-ით შემცირდა. კვლევაშია აღნიშნულია, რომ პირდაპირი ფრენების აკრძალვის მიუხედავად მოგზაურების ნაწილი ახერხებს, ალტერნატიული საჰაერო გზები გამონახოს რუსეთიდან საქართველოში ჩამოსაფრენად.

კომენტარები