რუსთავი 2-ის საქმე

ქიბარ ხალვაშმა პროკურატურაში ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პროკურატურაში ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ განცხადება შეიტანა.

ნინო ბარაჩაშვილის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი ყალბი დოკუმენტებით ქონების მიტაცებას ცდილობს. 

"გამოძიების დაწყების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას მივმართეთ, რადგან ირაკლი ოქრუაშვილი ყალბი დოკუმენტებით, ქონებრივი უფლების მიღებას ცდილობს. ხელმოწერების ნამდვილობასთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დანიშნულია ექსპერტიზა. შესაბამისად, დაველოდოთ ექპერტიზის პასუხებს ", - ამბობს ადვოკატი. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს რუსთავი 2-ის წილების დაყადაღება მოსთხოვა. ადვოკატის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილს სარჩელის საფუძველს 2010 წელს ბერლინში ქიბარ ხალვაშთან დადებული შეთანხმება აძლევს, რომლის მიხედვითაც, ოქრუაშვილი რუსთავი 2-ის მფლობელთან აფილირებული პირი გახდა. მისივე თქმით, შეთანხმების მიხედვით დასტურდება, რომ რუსთავი 2-ის წილი შეიძინა ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის სახელით. 

თუმცა, როგორც დღეს გახდა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლომ ოქრუაშვილის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

კომენტარები