რუსთავი 2-ის საქმე

ქიბარ ხალვაში: გასაკეთებელი ისევ ბევრია

http://exclusivenews.ge

ქიბარ ხალვაში საკუთარ Facebook გვერდზე რუსთავი 2-ის საქმეს გამოეხმაურა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა.

"გასაკეთებელი ისევ ბევრია" - წერს ქიბარ ხალვაში, მისი და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას ფოტოზე.

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. შესაბამისად, ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა. საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ასევე, იმავე დღეს ხალვაშმა ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

კომენტარები