რუსთავი 2-ის საქმე

"მოვედი, რომ ვიმუშაოთ, გექნებათ სრული დამოუკიდებლობა" - პაატა სალია რუსთავი 2-ში მივიდა

პაატა სალია
რუსთავი 2

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია, რომელიც საჯარო რეესტრმა რუსთავი ორის გენერალურ დირექტორად დანიშნა, ტელეკომპანიაში მივიდა. ის ამ წუთებში რუსთავი 2-ის ეზოში ჟურნალისტებს ესაუბრება.

"მოვედი, იმისთვის, რომ ვიმუშაოთ. ვაპირებ, შევხვდე ხელმძღვანელობას, კომპანიის მენეჯმენტს, ფინანსური კუთხით რამე შეფერხება რომ არ მოხდეს. ჟურნალისტებს გაქვთ სრული თავისუფლება, არ ვკითხულობ, რას აპირებთ" - თქვა სალიამ.

ახალი დირექტორის თქმით, ქიბარ ხალვაშმა მას განუსაზღვრა, არ ჩაერიოს სარედაქციო პოლიტიკაში.

"სრული თავისუფლება, დამოუკიდებლობა გექნებათ, არ უნდა შევეხო ამ სფეროს. ჩემი სფეროა, შევისწავლო სამართლებრივი და ფინანსური მდგომარეობა" - ამბობს პაატა სალია.

კომენტარები