რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: R2 ხალვაშის იქნება მხოლოდ იმ ვადით, რა ვადითაც არის "ოცნება" ქვეყნის სათავეში

იმედი მაქვს, რომ ჩვენი გასაჩივრებული საქმე სტრასბურგში წარმატებით დასრულდება, მაგრამ ეს იმედი განხორციელდება რამდენიმე თვის შემდეგ, მანამდე როგორი იქნება რუსთავი 2-ის მდგომარეობა და ზოგადად, მედიის მდგომარეობა და დემოკრატიის, ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს.

კონტრაქტზე მე ვიდავებ ჩვეულებრივად და მოვიგებ, მაგრამ ეს იქნება რამდენიმე თვის თუ წელიწადის ან წელიწადნახევრის მერე არა, მოვიგებ 5 მილიონს ოდესღაც, ჩავდებ ახალ ტელევიზიაში, მაგრამ ჯერ ეს სიტუაციის შემცვლელი ვერ იქნება, ვიდავებ, წავალ, მაგრამ ამას სჭირდება დრო.

რაც შეეხება რუსთავი 2-ს, რუსთავი " ქიბარ ხალვაშის იქნება მხოლოდ იმ ვადით, რა ვადითაც არის ეს ხელისუფლება ქვეყნის სათავეში, ამის შემდეგ, ზუსტად ერთ დღეში ეს სიტუაცია აბსოლუტურად ამოტრიალდება, ქიბარ ხალვაში სად ამოტრიალდება, ეს მგონი, არ არის რთული საპროგნოზო

ნიკა გვარამია რუსთავი 2-თან საუბარში. ცნობისთვის, სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, საჯარო რეესტრმა რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა, ნიკა გვარამია გადააყენა და არხის გენერალურ დირექტორად ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია დანიშნა.

კომენტარები