ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
აქციები ჰონგ-კონგში

ათასობით ასაკოვანმა ჰონგ-კონგელმა ახალგაზრდა მომიტინგეთა მხარდასაჭერად მსვლელობა გამართა

ხუთშაბათი, 18 ივლისი, 2019 - 19:00
May James
tbl.ge/3va1
დაკოპირდა
May James
May James

17 ივლისს ჰონგ-კონგში ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მომიტინგეთა მხარდასაჭერად ქუჩაში 9 000-მდე ასაკოვანმა ჰონგ-კონგელმა მსვლელობა გამართა. 

"ექსტრადიციის კანონპროექტთან ბრძოლაში ჩვენ მამაც ახალგაზრდებს ხელკეტები, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი, რეზინის ტყვიები, ძალადობრივი დაპატიმრებები, მძიმე სასჯელი შეხვდათ. ჩვენ ვამაყობთ მათი - მათი გადაწყვეტილებით, მობილიზაციითა და ტაქტიკით, გუნდური მუშაობითა და თვითორგანიზებით," - განაცხადა აქციის ერთერთმა მონაწილემ ფო-ჰაიმ. 

"კერი ლამ, გადადექი!"; "მომიტინგეები არ არიან მეამბოხეები, ეს რეჟიმია ტირანული" - მსვლელობა მეტწილად ჩუმი უნდა ყოფილიყო, თუმცა ასაკოვანი მომიტინგეები აღნიშნულ მოწოდებებს გაიძახდნენ.

მსვლელობის დასასრულს მომიტინგეებმა მთავრობის შენობასთან მათი მოთხოვნები ფურცლებზე დაწერეს და იქვე კედელთან მიაბეს. 

შეგახსენებთ, რომ უკვე თვეზე მეტია, რაც ჰონგ-კონგის ქუჩებში მილიონობით ადამიანი იმ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის, რომლითაც დამნაშავეების კონტინენტურ ჩინეთში გაგზავნა იქნება შესაძლებელი. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი საფრთხეს შეუქმნის ქალაქის იურიდიულ დამოუკიდებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა "განუსაზღვრელი ვადით" შეაჩერა ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტი და მომიტინგეებს ბოდიშიც მოუხადა, საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება - ისინი კერი ლამის გადადგომას, კანონის სრულ გაწვევასა და მეტ დემოკრატიას ითხოვენ.

მომიტინგეები შიშობენ, რომ ლამის მმართველობის სათავეში ყოფნით ჰონგ-კონგში ჩინეთის გავლენა გაიზრდება.

12 ივნისს ჰონგ-კონგში პოლიციამ მომიტინგეების რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზით, წიწაკის აეროზოლითა და ხელკეტებით დარბევა დაიწყო.

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. პეკინის იურიდიული სისტემა ადამიანის უფლებების დარღვევით მოქმედებს, თუმცა ჰონგ-კონგის მთავრობა მოსახლეობას ეუბნება, რომ ექსტრადიციის კანონში საშიში არაფერია.

საკამათო კანონი არა მხოლოდ ჰონგ-კონგის იურიდიულ დამოუკიდებლობას, არამედ მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ფინანსურ ცენტრს უქმნის საფრთხეს. არაერთმა ბიზნესმენმა თქვა, რომ კანონი საფრთხეს შეუქმნის იმ თავისუფლებებს, რითაც აქ მყოფი ბიზნესმენები სარგებლობენ, გააქრობს ინვესტორთა ნდობას და ქალაქის კონკურენტულ უპირატესობას.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და დამოუკიდებელი სასამართლოთითაც განსხვავდება. ჰონგ-კონგს ასევე აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს გადის. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი ჯერჯერობით უცნობია.

ჰონგ-კონგიჩინეთიკერი ლამიაქცია ჰონგ-კონგშიაქციები ჰონგ-კონგში

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 11 მაისი, 2020 - 12:42ჰონგ-კონგში შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ აქციები განახლდა, დააკავეს 200-ზე მეტი ადამიანი

კომენტარები

ბოლო სიახლეები

გაეცანი საქართველოს ბანკის ახალ შეთავაზებებს და მიიღე მეტი სარგებელი (რ)
პარასკევი, 17 ივლისი, 2026 - 19:31

გაეცანი საქართველოს ბანკის ახალ შეთავაზებებს და მიიღე მეტი სარგებელი (რ)

ტრამპი კობახიძეს აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის – ადმინისტრაცია
პარასკევი, 17 ივლისი, 2026 - 18:21

ტრამპი კობახიძეს აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის – ადმინისტრაცია

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა (რ)
პარასკევი, 17 ივლისი, 2026 - 18:08

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა (რ)

მურთაზ ზოდელავას სისუსტე და თავბრუსხვევა ჰქონდა, მკურნალობა უტარდება - ჩხაიძე
პარასკევი, 17 ივლისი, 2026 - 17:44

მურთაზ ზოდელავას სისუსტე და თავბრუსხვევა ჰქონდა, მკურნალობა უტარდება - ჩხაიძე

კრემლმა აშშ-ს არჩევნებში შესაძლო ჩარევის შესახებ ტრამპი განცხადებები უარყო
პარასკევი, 17 ივლისი, 2026 - 17:39

კრემლმა აშშ-ს არჩევნებში შესაძლო ჩარევის შესახებ ტრამპი განცხადებები უარყო

ყველაზე კითხვადი

როგორ ამოვიცნოთ რკინის დეფიციტი: სიმპტომები, რისკ-ფაქტორები და პრევენცია (რ)
1როგორ ამოვიცნოთ რკინის დეფიციტი: სიმპტომები, რისკ-ფაქტორები და პრევენცია (რ)
2იოსებ სიგუამ პროცესზე 2 ცრუ მოწმე წარმოადგინა, პოლიციის მაღალჩინოსნები – სოფიო სიგუა
3ზახაროვა: ყველაფერი, რასაც დასავლეთში, მათ შორის საქართველოზე, აცხადებენ, მცდარია
4ქართველი მკვლევრები მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებას მსოფლიო კონგრესზე წარადგენენ
5რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕