რუსთავი 2-ის საქმე

მათიკაშვილი რ2-ის საქმეზე: სამართლიანობის მაღალი, ევროპული სტანდარტის დემონსტრირება

ქართული ოცნების დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, გთავაზობთ სრულად:

"ქართული მართსაჯულების წარმატება და სამართლიანობის მაღალი, ევროპული სტანდარტის დემონსტრირება - მე, ასე შევაფასებდისტრასბურგის ევროპული სასამართლოს დღვანდელ გადაწყვეტილებას. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეში, სინამდვილეში არა რუსთავი 2, არამედ„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი გამოდიოდნენ საქართველოს წინააღმდეგ და სწორედ ისინი, კიდევ ერთხელ, უკვე, საერთაშორისო სასამართლოს დონეზე დამარცხდნენ საქართველოსთან.

მრავლის მეტყველია, რომ დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოსთან მიმართებაში სამ საქმეზე გამოიტანაგადაწყვეტილება და სამივე საქმეში დადასტურდა სააკაშვილის მოძალადე ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებები საკუთარი ქვეყნისმოქალაქეების მიმართ. კერძოდ, საკუთრების უფლების დარღვევის, სიცოცხლის მოსპობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობისმიმართულებით,"- თქვა მან.

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა.

გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. 

 

კომენტარები