საპროტესტო აქცია პარლამენტთან

პროტესტის 27-ე დღე, აქცია პარლამენტთან დღეს 19:00 საათზე განახლდება

საპროტესტო აქცია #სირცხვილია - პარლამენტთან დღეს 19:00 საათზე განახლდება.

"ჩვენი სამართლიანი მოთხოვნის შესასრულებლად ბრძოლა გრძელდება!

შს მინისტრი, "გავრილოვის ღამის" შემოქმედი, გიორგი გახარია უნდა გადადგეს!" - წერია ორგანიზატორების მიერ გავცელებულ განცხადებაში.

რუსთაველის გამზირზე შს მინისტრის გირგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები უკვე 27-ე დღეა გრძელდება. 27-ე დღეა აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - 20 ივნისის აქციის დარბევის გამო აიღოს პასუხისმგებლობა გიორგი გახარიამ და გადადგეს.

კომენტარები