ჩრდილოეთ კორეა

ჩრდ. კორეის თქმით სამხრ. კორეაში წვრთნების გამო აშშ-სთან მოლაპარაკებები საფრთხის ქვეშაა

დონალდ ტრამპი, მუნ ჯე ინი, კიმ ჩენ ინი
CNN

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ აშშ არღვევს პირობას სამხრეთ კორეასთან ერთობლივის სამხედრო წვრთნების შეწყვეტის თაობაზე და ამის გამო აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის მოლაპარაკებები საფრთხის ქვეშაა.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის მხრიდან "შეთანხმების პირობების ცალმხრივად დარღვევის" გამო ოფიციალური ფხენიანი გადააფასებს მათ პირობას ბირთვული იარაღის და ბალისტიკური რაკეტების გამოცდის შეწყვეტის თაობაზე.

ჩრდილოეთ კორეაში აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ომისათვის მზადებას უწოდებენ.

"ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს, მაგრამ დავაკვირდებით აშშ-ის ქმედებებს." ნათქვამია განცხადებაში.

გასული წლის ივნისში სინგაპურში გამართული მოლაპარაკებებისას დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი შეთანხმდნენ, რომ აშშ სამხრეთ კორეასთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს შეწყვეტდა. მიუხედავად იმისა, რომ მასშტაბური წვრთნების პროგრამა მართლაც შეჩერდა, მცირე მასშტაბის წვრთნები კვლავ იმართება ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

ორი ქვეყნის ლიდერების მეორე სამიტი, რომელიც ვიეტნამში გაიმართა უშედეგოდ დასრულდა. ამის შემდეგ ტრამპი კიმ ჩენ ინს დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდა და მათ პირობა დადეს, რომ ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების თაობაზე მოლაპარაკებებს გააგრძელებდნენ.

კომენტარები